როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

ჩვენი დღევანდელი სტუმარი მხატვარი და მოქანდაკე ნიკა კოჭლამაზაშვილია. ახალგაზრდა ხელოვანი ყოველ ჯერზე ახერხებს საზოგადოების გაოცებას. მისი ფერწერული ნამუშევრები, ასევე ფოლადისა და სპილენძისგან შექმნილი ქანდაკებები ყოველთვის იქცევს ყურადღებას. ნიკას ნამუშევრები ევროპის არაერთ ქვეყანაში და ამერიკაში იყიდება.
Sputnik

ბავშვობიდან ძერწავდა, ხატავდა. პროფესიით არქიტექტორია, თუმცა უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ იმ საქმეს მოჰკიდა ხელი, რაც ბავშვობიდან ყველაზე მეტად უყვარდა.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- არქიტექტორი ვარ, თუმცა ჩემი პროფესიით მხოლოდ ორი წელი ვიმუშავე. ბავშვობიდან ვხატავდი, მაგრამ ჩემი ოჯახის წევრები ყველაფერს აკეთებდნენ, რომ მხატვრობას არ გავყოლოდი. ყველაფერზე მატარეს, რაც კი შეიძლებოდა – ცეკვაზე, ფორტეპიანოზე, ინგლისურზე, მათემატიკაზე, რომ ხატვისთვის თავი დამენებებინა. ამის მიუხედავად, დღეს ხატვას მაინც დიდი ადგილი უკავია ჩემ ცხოვრებაში.

- ლითონის ნაკეთობების შექმნა როდის დაიწყეთ?

- ჩემმა მეგობარმა მაჩუქა უცხოეთიდან ჩამოტანილი გრანიტის ქვა. თითქოს არ ჰქონდა დასრულებული სახე და მინდოდა მე დამესრულებინა. რაც ხელთ მომხვდა – ლითონი, სპილენძი, უჟანგავი ფოლადი და ა.შ. ყველაფერით შევქმენი ადამიანის ფიგურა. იმდენად მომეწონა, დამებადა იდეა გამეგრძელებინა მსგავსი ნამუშევრების შექმნა.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- რა შეიძლება გახდეს თქვენი შთაგონების წყარო?

- ყველა ჩემს ნამუშევარში, ეს ეხება როგორც მხატვრობას, ისე ქანდაკებებს, გადმოცემულია ჩემი ცხოვრება, გრძნობები, განცდები. შთაგონების წყარო შეიძლება გახდეს სიყვარული, სიხარული ან, სულაც, მწუხარება. ყველა ჩემი ნამუშევარი ჰყვება ჩემი ცხოვრების ისტორიას, რას განვიცდიდი მისი შექმნის დროს. არიან ჩემ ცხოვრებაში ადამიანები, რომლებიც ჩემ შემოქმედებაში ცვლიან თემებს. ეს არის და ეს...

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- როგორ იქმნება თქვენი ნამუშევრები?

- ჩემი ყველა ნამუშევარი იქმნება დაუგეგმავად, არასოდეს არ ვიცი – რა გამოვა. როცა მირეკავენ შეკვეთაზე, ყოველთვის ვეუბნები, მე როგორც ვგრძნობ ამ თემას, ისეთი გამოვა ნამუშევარი–მეთქი. ვერასოდეს ვარ გავაკეთებ სხვა ნამუშევრის იდენტურს და ანალოგს. თითოული ჩემი ნამუშევარი არის ექსკლუზიური.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- გამორჩეული ნამუშევარი თუ გაქვთ, რომელსაც არასოდეს არ გაყიდით და არ გააჩუქებთ?

- ამაზე ხშირად მეცინება... ადრე დავხატე ავტოპორტრეტი და შემდეგ გავაკეთე ქანდაკება. სულ ვამბობდი, რომ ამ ნამუშევარს არ გავყიდდი, მაგრამ ისე მოხდა, რომ შვეიცარიაში გაიყიდა. ერთი ავტოპორტრეტი კიდევ მაქვს და ახლა იმაზე ვამბობ, არასოდეს გავყიდი-მეთქი, მაგრამ მეც აღარ მჯერა ამის.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- როგორც ჩანს, უცხოეთიდანაც გაქვთ შეკვეთები...

- უმეტესად უცხოეთიდან მაქვს შეკვეთები. ძირითადად ევროპაში და ამერიკაში იყიდება ჩემი ნამუშევრები. სამწუხაროდ, საქართველოში არ აქვს ხალხს საშუალება, რომ ის თანხა გადაიხადოს, რაც რეალურად ღირს ხელოვანის შრომა.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- წელს გქონდათ პერსონალური გამოფენა, როგორ წარდექით დამთვალიერებლის წინაშე?

- ოთხი პერსონალური გამოფენა მქონდა. თუმცა აპრილის თვეში პირველად წარვდექი დამთვალიერებლის წინაშე როგორც მოქანდაკე. აქამდე მხოლოდ ფერწერული ნამუშევრების გამოფენა მქონდა. ეს ძალიან საპასუხისმგებლო და ამავე დრო სასიხარულო იყო ჩემთვის. იმედია, გავამართლე ჩემი გულშემატკივრების მოლოდინი.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- არ გიცდიათ თქვენი ცოდნა სხვებისთვისაც გაგეზიარებინათ?

- ამ ეტაპზე ორი მოსწავლე მყავს. როგორც იცით, თვითნასწავლი ვარ, არ მაქვს აკადემიური განათლება და მერიდება. თან მეტ პასუხისმგებლობას ვგრძნობ ადამიანების წინაშე. მხოლოდ ცოდნა და ნიჭი არ არის საკმარისი, საჭიროა სათანადოდ მიიტანო შენი ცოდნა ადამიანებამდე, აუხსნა და ასწავლო სწორად.

როცა ხელოვნება ცხოვრებაზე მოგვითხრობს – ახალგაზრდა მოქანდაკის უჩვეულო ნამუშევრები

- სამომავლო გეგმებიც გაგვანდეთ...

- მაისის თვეში ვგეგმავ კიდევ ერთ გამოფენას და მინდა ეს გრანდიოზული, გამორჩეული იყოს. ცოტა ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ მინდა ისეთი გამოვიდეს, რომლის მსგავსიც საქართველოში ჯერ არ ყოფილა. ძალიან მინდა ახალ თაობასაც შევაყვარო ხელოვნება, რადგან დღეს ისეთი რაღაცებით არის უმრავლესობა დაკავებული, რაც არაფერ სარგებელს არ მოუტანს ცხოვრებაში.