მარჯანიშვილზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს: დაკავებულია არასრულწლოვანი

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
Sputnik

თბილისი, 11 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცის დაჭრის ბრალდებით ერთი არასრულწლოვანი დააკავეს, ნათქვამია შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე 9 ოქტომბერს, საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავემ მამაკაცი ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

დაჭრილი სასწრაფო სამედიცინო დახმარების ჯგუფმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანა, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით („განზრახ მკვლელობის მცდელობა“) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.