უკრაინის რადა ყირიმის ფორმატირებაზე მუშაობს: ცვლილებები კონსტიტუციაში

სამუშაო ჯგუფმა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დავალებით, უკვე შეიმუშავა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც უახლოეს მომავალში განიხილავს საკონსტიტუციო კომისია.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინის უმაღლესი რადის დეპუტატმა და „ყირიმელ თათართა მეჯლისის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მუსტაფა ჯემილევმა ყირიმის ეროვნულ-ტერიტორიულ ავტონომიად გადაკეთების შესახებ განცხადება გააკეთა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

რუსეთი ყირიმში ეროვნული ავტონომიის შექმნას ანაქრონიზმად აფასებს

მისი თქმით, სამუშაო ჯგუფმა, უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმირ ზელენსკის დავალებით, უკვე შეიმუშავა შესაბამისი საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლებსაც უახლოეს მომავალში განიხილავს საკონსტიტუციო კომისია.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ავტონომიური რესპუბლიკისთვის ფორმატის შეცვლის შესახებ გადაწყვეტილების მნიშვნელობა გაგებული იყოს“,  — განაცხადა ჯემილევმა.

მისი განმარტებით, ცვლილებების მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ კიევს სურს „სტიმული მისცეს ნახევარკუნძულზე პროუკრაინულ მოძრაობას“. 

მანამდე უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა პოლიტიკურ საკითხებში, დეპუტატობის კანდიდატმა ნიკიტა პოტურაევმა განაცხადა, რომ უკრაინა, ვლადიმირ ზელენსკის ხელმძღვანელობით, დაუბრუნდება ქვეყნის კონსტიტუციაში ყირიმის „ეროვნული ავტონომიის“ შესახებ პუნქტის შეტანის საკითხს. 

ამ განცხადებას გამოეხმაურა ყირიმელ თათართა ორგანიზაცია Къырым бирлиги-სა („ყირიმის ერთიანობა“) და საზოგადოებრივი საბჭოს ლიდერი სეიტუმერ ნიმეტულაევი, რომლის განცხადებითაც, „ყირიმელ თათრებს არანაირად არ აინტერესებთ უკრაინის ხელისუფლების წინადადება „ეროვნული ავტონომიის“ შესახებ ყირიმში, რაც არსობრივად რუსეთის საშინაო საქმეებში ჩარევა და მანიპულაციებია“.