სახელმწიფო მიწების მითვისების საქმე: დაკავებულია ორი პირი

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს ცხრა წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
Sputnik

თბილისი, 10 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით სახელმწიფო ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ორი პირი დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სახელმწიფო ქონების დაუფლების ბრალდებით სამ პირს ბრალი წაუყენეს

გავრცელებული ინფორმაციით, ბრალდებულებმა ყალბი დოკუმენტების გამოყენებით თავიანთ კუთვნილებაში დაირეგისტრირეს მცხეთის ტერიტორიაზე არსებული სახელმწიფოს კუთვნილი 9 198 კვადრატულ მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის ღირებულებაც ჯამში 170 ათას ლარს აჭარბებს.

დღეისთვის დაყადაღებულია მიწის ერთი ნაკვეთი და მიმდინარეობს დანაშაულში მონაწილე სხვა პირების გამოვლენის პროცესი.

გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლის მეორე და მესამე ნაწილებით და 362-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს ექვსიდან ცხრა წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას.