მარჯანიშვილის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს

მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული
Sputnik

თბილისი, 9 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს, იუწყება პირველი არხი.

შემთხვევა მარჯანიშვილის ქუჩაზე დღეს საღამოს მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ცივი იარაღით აქვს მიყენებული.

დაჭრილი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფმა ალადაშვილის კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე ამ დრომდე ექსპერტ-კრიმინალისტები მუშაობენ.