ყვითელი ამბები

„დათვალე ორგაზმის რაოდენობა და არა კალორიები“ – ფოტოები ნინი ნებიერიძის დაბადების დღიდან

ნინი 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია.
Sputnik

ახალგაზრდა ქართველი მოდელი ნინი ნებიერიძე იუბილარია. მან დაბადების დღის აღნიშვნა მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში გადაწყვიტა.

ნინი ნებიერიძემ წვეულების ამსახველი ფოტოები Instagram-ზე გამოაქვეყნა, სადაც ჩანს ტორტი, რომელსაც ამშვენებს წარწერა: „დათვალე ორგაზმის რაოდენობა და არა კალორიები“.

ნინი 24 წლის გახდა. ის ბიზნესმენ თემურ უგულავაზეა დაქორწინებული, რომელიც მასზე 29 წლით უფროსია. წყვილი ქორწინებაში უკვე ხუთი წელიწადია რაც არის და ორი შვილი - ვაჟი თემური და გოგონა - ტოკიო ჰყავთ.

მოდელი მილიონერის მესამე ცოლია. მანამდე უგულავა ქორწინებაში იყო ჯერ თეო ფერაძესთან და მასთან ორი შვილი ჰყავს, შემდეგ კი - ბაია დავითაიასთან.