ბასილაშვილმა შანხაის ტურნირზე ასპარეზობა წარმატებით დაიწყო

მეორე წრეში ქართველი ჩოგბურთის მოწინააღმდეგე ფრანგი სპორტსმენი იქნება.
Sputnik

თბილისი, 7 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს ნომერ პირველმა ჩოგბურთელმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა (მე-17 ნომერი АТР-ს რეიტინგით) შანხაიში ATP Masters 1000 ტურნირი დამაჯერებელი გამარჯვებით დაიწყო.

ნიკოლოზ ბასილაშვილი მეცის ტურნირიდან ტრავმის გამო მოიხსნა

პირველ წრეში ქართველმა სპორტსმენმა მოლდოვის წარმომადგენელი დაამარცხა სამ სეტში: 4:6, 6:1, 6:3. მიუხედავად იმისა, რომ ბასილაშვილმა პირველი სეტი დათმო, ბოლო ორ სეტში მან შეცდომების გამოსწორება შეძლო.

მეორე წრეში ბასილაშვილი ფრანგ მოწინააღმდეგეს ბენუა პეროს შეხვდება. ტურნირი შანხაიში, რომლის საპრიზო ფონდი 8 მლნ-ზე მეტი დოლარია, 13 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გასულ წელს ტურნირის გამარჯვებული იყო სერბი ჩოგბურთელი, მსოფლიოს პირველი ჩოგანი ნოვაკ ჯოკოვიჩი.

შანხაის ტურნირის გამარჯვებული მიიღებს ათას სარეიტინგო ქულას, ფინალისტი – 600-ს, ნახევარფინალისტები – 360-ს, ხოლო მეოთხედფინალში გასული სპორტსმენები – 180 ქულას.