რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა

გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. რუსთავში მტკვარმა შუახნის მამაკაცის ცხედარი გამორიყა, იუწყება პირველი არხი.

თბილისში უსაფრთხოების ზომები გააძლიერეს

გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილი პროზექტურაში გადაასვენეს.

ჯერჯერობით მისი ვინაობა უცნობია.

შსს-ს ცნობით, საქმე 115-ე მუხლით არის აღძრული, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.