„შეგიძლიათ მომკლათ”: პედოფილის შეწყალებასთან დაკავშირებით პრეზიდენტმა კომენტარი არ გააკეთა

ზურაბიშვილის განცხადებით, შეწყალებაზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გააჩნია.
Sputnik

თბილისი, 5 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, საპატიმრო პედოფილიისთვის გასამართლებულმა მსჯავრდებულმა პირმაც დატოვა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ზურაბიშვილი აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არ აკეთებს.

„შეწყალებაზე ახსნა-განმარტების მიცემის უფლება არ გამაჩნია. შეგიძლიათ, მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“, – განუცხადა ჟურნალისტებს სალომე ზურაბიშვილმა, რომელიც თბილისობის დღესასწაულთან დაკავშირებით დედაქალაქის ცენტრში გამოჩნდა.

„უმორჩილესად გთხოვთ...“ – ვისი გათავისუფლება მოსთხოვეს ზურაბიშვილს

საქართველოს პრეზიდენტმა მოქალაქეებს თბილისობა მიულოცა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით 34 მსჯავრდებული შეიწყალა. მათგან სამი სასჯელს მკვლელობისთვის იხდიდა, ორი – ნარკოტიკებით ვაჭრობისთვის, ერთი კი ძებნილი იყო. ამან როგორც ოპოზიციის, ისე მმართველი პარტიის აღშფოთება გამოიწვია. შედეგად გენერალურმა პროკურატურამ სამსახურებრივი უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების საქმეზე გამოძიება დაიწყო.

სკანდალის შემდეგ, რომელიც მსჯავრდებულთა შეწყალების აქტების შემდეგ აგორდა, ზურაბიშვილმა მორატორიუმი გამოაცხადა. მისი თქმით, კონკრეტული წესების შემუშავებამდე ის არავის აღარ შეიწყალებს.