მსოფლიო დღეს

ტაილანდში მამაკაცს ტელეფონით ხელში ჩაეძინა და გარდაიცვალა

სიკვდილის მიზეზი დენის დარტყმა იყო.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. ტაილანდის ჩონბურის პროვინციის მცხოვრებს მობილურ ტელეფონზე თამაშისას ჩაეძინა, რომელიც დამტენ მოწყობილობაზე იყო შეერთებული, და ის გარდაიცვალა, იუწყება Daily Mail.

უბედური შემთხვევა სექტემბრის ბოლოს მოხდა. როგორც აღმოჩნდა, 25 წლის სასტრა მოინი (Sastra Mo-in) საწოლში რამდენიმე მობილურ გაჯეტზე ერთდრულად ონლაინ თამაშობდა. ერთ-ერთი გაჯეტი დამტენ მოწყობილობაზე იყო შეერთებული.

14 წლის გოგონას სიცოცხლე სმარტფონმა იმსხვერპლა

გარდაცვლილი დილით ნათესავმა ქალმა აღმოაჩინა, რომელიც აცხადებს, რომ მოინი თითქმის იისფერი იყო, ხოლო მის მარცხენა ხელთან იდო სადენი, რომელზეც შავი კვალი აღინიშნებოდა. მან მაშინვე გამორთო ელექტროენერგია მთელ სახლში და პოლიცია გამოიძახა.

როგორც ქალმა პოლიციელებს უამბო, სასტრა მოინი ხშირად იძინებდა მობილურ ტელეფონზე და სხვა ელექტრომოწყობილობებზე თამაშისას.

ცხედრის დათვალიერების შედეგად პოლიცია მივიდა დასკვნამდე, რომ მას ძალადობის კვალი არ აღენიშნება და მისი გარდაცვალების მიზეზი დენის დარტყმაა.