საქართველო და აზერბაიჯანი ტურიზმის სფეროში თანამშრომლობას აფართოებენ

აზერბაიჯანის დელეგაცია საქართველოს ეწვია, სადაც განიხილა ერთობლივი ტურების გახსნა და სტენდების განთავსება საერთაშორისო გამოფენებზე.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი – Sputnik. აზერბაიჯანი და საქართველო ტურიზმის სფეროში კონკურენრები კი არ იქნებიან, არამედ ითანამშრომლებენ, განაცხადეს აზერბაიჯანის ტურიზმის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარის ფაუდ ნაგიევისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელის მარიამ ქვრივიშვილის შეხვედრაზე, იუწყება „Sputnik–აზერბაიჯანი“.

აზერბაიჯანული დელეგაცია ნაგიევის ხელმძღვანელობით სამუშაო ვიზიტით საქართველოში იმყოფება.

ეროვნული ბანკი: საქართველომ აგვისტოში ტურიზმიდან შემოსავლების 10% დაკარგა

თბილისში გამართულ შეხვედრაზე ტურისტული სფეროს ჩინოვნიკებმა განიხილეს ორი ქვეყნის თანამშრომლობის საკითხები, ერთობლივი ტურების ორგანიზაია, ასევე, საერთაშორისო გამოფენების ფარგლებში ერთობლივი სტენდების განთავსება. მხარეებმა ზოგიერთ საკითხში შეთანხმებას მიაღწიეს.

შეხვედრაში აზერბაიჯანული მხრიდან მონაწილეობდნენ ქვეყნის ელჩი საქართველოში დურსუნ ჰასანოვი და აზერბაიჯანის ტურიზმის ბიუროს აღმასრულებელი დირექტორი ფლორიან ზენგსტშმიდი.

ასევე, უახლოეს პერიოდში თბილისში გათვალისწინებულია სასტუმრო ცენტრის AzerbaijanTravel გახსნა.