მეხუთე სართულის აივანზე გამოკეტილი ქურდი: პეკინზე ერთი პირი დააკავეს

ოჯახის წევრებმა პოლიციასთან დაკავშირება დროულად მოახერხეს.
Sputnik

თბილისი, 4 ოქტომბერი — Sputnik. სამართალდამცველებმა თბილისში ქურდობის მცდელობის ფაქტზე მამაკაცი დააკავეს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით.

სერიული ქურდობები ხულოში გახსნილია: 24 წლის კაცმა 78 აგარაკი გაქურდა

შემთხვევა პეკინის გამზირზე გუშინ მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დამნაშავე მეხუთე სართულის აივანზე აძვრა და იქიდან ცდილობდა ბინაში შეღწევას, თუმცა იმ დროს ბინის პატრონები სახლში იმყოფებოდნენ და მძარცველის ხმა გაიგონეს. მათ აივნის კარი ჩაკეტეს და პოლიციას დაუკავშირდნენ.

გამოძიება ქურდობის მცდელობის ფაქტზე სსკ-ის 19-117-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.