„თან იქონიეთ ელ.შოკი, სპრეი, ჯაყვა და იარეთ კარატეზე“ – ბაია პატარაია ქალებს აფრთხილებს

სამშაბათიდან თბილისის ყველა ტაქსი უნდა იყოს ორი კატეგორიის – А და В. A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა.
Sputnik

თბილისი, 3 ოქტომბერი — Sputnik. ტაქსების რეგულაციის რეფორმას უფლებადამცველი ბაია პატარაია სოციალურ ქსელში ეხმაურება, ტაქსის რეგულაციის გენდერულ ანალიზს აკეთებს და ქალებს აფრთხილებს.

ჯარიმას არ უშინდება: „გირჩი“ თბილისში ტაქსის რეფორმას ებრძვის

უფლებადამცველი ფიქრობს, რომ რეფორმის შედეგად ფერადი ტაქსი საცნობ ნიშანს თავზე ვერ დაიდგამს, მაგრამ მაინც იტაქსავებს.

„ანუ ყველა მანქანას დავუქნევ ხელს და მერე „უზნაჩოკო“ ტაქსი გამიჩერებს, თუ ვიღაც სირბანჯო, რომელსაც უცბად გართობა მოუნდა, როგორ გავიგო? ვერ გავიგებ. აწი, ყველა მანქანას შეუძლია ტაქსად მიასაღოს თავი ქალს და მერე ხან ფასიანი და ხანაც უფასო სექსი შესთავაზოს (რაც არც აქამდე გვაკლდა)“, – წერს პატარაია.

მისი თქმით, ასე ქალები უფრო მოწყვლად სიტუაციაში აღმოჩნდებიან სექსუალური შევიწროების მიმართ. ამიტომ ქალებს ურჩევს, მოიმარაგონ სმარტფონები და გადაიღონ მგზავრობა ვიდეოთი, თან იქონიონ ელ.შოკი, სპრეი, ჯაყვა და იარონ კარატეზე.

დღეიდან ტაქსების A და B კატეგორიებად დაყოფის სისტემა ძალაში შევიდა

სამშაბათიდან თბილისის ყველა ტაქსი უნდა იყოს ორი კატეგორიის - А და В. A კატეგორიის ლიცენზია მათთვისაა განკუთვნილი, ვისთვისაც ტაქსის მძღოლობა შემოსავლის მთავარი წყაროა. მათი ავტომობილები აუცილებლად თეთრი ფერის უნდა იყოს. ისინი მგზავრების აყვანას შეძლებენ როგორც ქუჩაში, ისე გამოძახებით – ტაქსების სხვადასხვა კომპანიასთან თანამშრომლობის საფუძველზე.

А კატეგორიის მძღოლებს მნიშვნელოვანი პრივილეგიები ექნებათ. ისინი მანქანაზე რეკლამის განთავსების სანაცვლოდ შეძლებენ უფასოდ გადაღებონ მანქანა და ისარგებლონ ქიმწმენდით, ასევე მათთვის სპეციალურად გამოყოფილი პარკირების ადგილებით სარგებლობას.