„ევროპული საქართველოს“ დეპუტატი ოთო კახიძე რამდენიმე წელია შეყვარებულია. მისი რჩეული ნანუკა მიქელაძეა. თუ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებიდან ვიმსჯელებთ, წყვილი ერთად ბევრს მოგზაურობს.
ნანუკა მიქელაძე ამერიკაში ცხოვრობს, ქართველი პოლიტიკოსი კი ხშირად აკითხავს მას. ურთიერთობა არ დაუკანონებიათ, თუმცა ყველამ იცის, რომ კახიძის გულის ერთადერთი მეპატრონე ნანუკაა. წყვილს 14 ოქტომბერს ერთად ყოფნის 4 წელი უსრულდება.
ცოტა ხნის წინ ოთომ ნანუკას „ფეისბუქის“ პირად გვერდზე დაბადების დღე მიულოცა და რომანტიკული ფოტოც მიუძღვნა წარწერით „ძალიან მაგარია რომ გაჩნდი“.
ოთო კახიძე ერთხელ იყო დაქორწინებული. პირველი ქორწინებიდან მცირეწლოვანი ვაჟი ჰყავს.