თბილისში 33 წლის ქალს უცნობი პირები ფიზიკურად გაუსწორდნენ

ამ დროისთვის ახალგაზრდა ქალი საავადმყოფოში იმყოფება.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. თბილისში 33 წლის ქალს საკუთარ სახლში ფიზიკურად გაუსწორდნენ, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

შსს-ს სტატისტიკა: ყველაზე ხშირად რა დანაშაული ხდება საქართველოში

შემთხვევა ბაქოს ქუჩაზე გუშინ მოხდა.

ამ დროისთვის ქალი საავადმყოფოში იმყოფება.

„აღენიშნება სხეულის რამდენიმე ტრავმა. არის თავის ტვინის შერყევა, გულ-მკერდის ზედაპირული ტრავმა. იმყოფება სტაციონარში, უტარდება შესაბამისი გამოკვლევები და მკურნალობა. ვაკვირდებით დინამიკაში. ზოგადი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. სიცოცხლეს ამ ეტაპზე საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა ექიმმა სულხან სამხარაძემ.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „ქურდობის" მუხლით აღიძრა, რაც სამიდან ხუთ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.