„აცრების მხრივ ბავშვების შემთხვევაში ცუდად არ გვაქვს საქმე. საბედნიეროდ, სოციალურ ქსელებში ანტი–ვაქცერების აქტივობა ჩვენი დედების უმრავლესობაზე არ ახდენს გავლენას. დედები ძალიან მართებულად ზრუნავენ თავიანთი ბავშვების ჯანმრთელობაზე სწორი მიმართულებით. ერთ წლამდე ბავშვების დაახლოებით 95 პროცენტია წითელაზე აცრილი. ხუთი წლიდან უკვე იკლებს ეს მაჩვენებელი“, – ამბობს პაატა იმნაძე.
იმნაძის განცხადებით, საქართველოში წითელა ორი წელია მძვინვარებს. მისივე ინფორმაციით, შესაძლოა, ზამთრის სეზონზე კვლავ იფეთქოს ინფექციამ.