ყვითელი ამბები

ალექსანდრე ზაზარაშვილი ჰოლივუდში მიდის

უკრაინული ტელეშოუს ფინალში, სადაც ალექსანდრე ქართველ რობერტინო ლორეტად შერაცხეს, ნორჩმა ქართველმა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" შეასრულა და ფურორი მოახდინა.
Sputnik

თბილისი, 1 ოქტომბერი — Sputnik. უკრაინული მუსიკალური ტელეპროექტის Голос. Дети ქართველ გამარჯვებულს ალექსანდრე ზაზარაშვილს ჰოლივუდში ელოდებიან.

ზაზარაშვილი: „ფეისბუქზე“ რომ შევედი, მეგონა ტელეფონმა გაჭედა

ცოტა ხნის წინ ალექსანდრემ კარნეგი–ჰოლში იმღერა, შესარჩევი ტურის წარმატებით გავლის შემდეგ კი ის ჰოლივუდში მიიწვიეს.

ალექსანდრე ასევე მიწვეულია პოპულარულ ამერიკულ გადაცემაში Little Big Shots. ეს არის პირველი შემთხვევა საქართველოს ისტორიაში, როდესაც ქართველი ამ გადაცემის სტუმარი იქნება.

უკრაინული ტელეშოუს ფინალში, სადაც ალექსანდრე ქართველ რობერტინო ლორეტად შერაცხეს, ნორჩმა ქართველმა ნინო ქათამაძის კომპოზიცია „ქუჩაში ერთხელ" შეასრულა და ფურორი მოახდინა.