მინისტრი: პრიორიტეტი – რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის აღდგენაა

სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, რუსეთთან პირდაპირი მიმოსვლის არარსებობა ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობას ხელს უშლის.
Sputnik

თბილისი, 30 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა ახლო მომავალში რუსეთთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

„ყველაზე მნიშვნელოვანი ბოლო წლებში“: თბილისი ლავროვთან მოლაპარაკებებით კმაყოფილია

რუსეთმა საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები 8 ივლისიდან აკრძალა თბილისში მიმდინარე საპროტესტო აქციების საპასუხოდ. გასულ კვირაში რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ საქართველოში "გაჩნდნენ და კვლავ აგრძელებენ პოზიციების გამაგრებას საღად მოაზროვნე პოლიტიკოსები" და აღნიშნა, რომ იგი, „ალბათ, საქართველოსთან პირდაპირ ავიამიმოსვლას აღადგენდა“.

„მნიშვნელოვანია ქმედითი ნაბიჯები გადაიდგას და განცხადებები რეალური გახდეს. საქართველოსა და რუსეთს შორის უმოკლეს ხანებში ფრენების აღდგენა მოქალაქეებისთვის გააუმჯობესებს საჰაერო მიმოსვლას და ამავდროულად ხელს შეუწყობს ეკონომიკურ ურთიერთობებს, რაც მისასალმებელი ფაქტია", – განაცხადა დავითაშვილმა ჟურნალისტებთან მთავრობის სხდომის შემდეგ.

მისი სიტყვებით, აუცილებელია იმ ბარიერების მოხსნა, რომლებიც ხელს უშლის ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკურ საქმიანობას, რათა გაუმჯობესდეს მოქალაქეების ეკონომიკური მდგომარეობა.

მოსკოვს საქართველოსთან პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენის იმედი აქვს

„ეს არის ღიად გაცხადებული პრიორიტეტი და არაფერია აქ დასამალი", – განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დავითაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველო რუსეთთან პოლიტიკური პრობლემების მოსაგვარებლად გამოიყენებს ყველა, მათ შორის, საერთაშორისო ფორმატს.

თბილისმა მოსკოვთან დიპლომატიური ურთიერთობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.

გასულ კვირაში, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ პირველად, საქართველოს და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრებმა დავით ზალკალიანმა და სერგეი ლავროვმა ნიუ-იორკში მოლაპარაკებები გამართეს. შეხვედრა გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შედგა.