რამდენი მრავალშვილიანი ოჯახია საქართველოში და როგორ ეხმარებიან მათ

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის მოსაპოვებლად მშობლებმა უნდა მიმართონ საქართველოს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს
Sputnik

თბილისი, 28 სექტემბერი — Sputnik. მიმდინარე წლის 27 ივნისის მდგომარეობით, საქართველოში რეგისტრირებულია 717 მრავალშვილიანი ოჯახი. ეს არის საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის" მონაცემები, რომელიც საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატმა მერაბ ქვარაიამ გამოითხოვა.

რამდენს სურს საქართველოში მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღება >>

მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მიღება შეუძლია საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ოთხი ან მეტი ბიოლოგიური ან ნაშვილები შვილი ჰყავს. მრავალშვილიანი მშობლის სტატუსის მქონე პირი ერთდროულად შეიძლება იყოს ორივე მშობელი - დედაც და მამაც.

 „საქსტატის“ მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს საქართველოში 51,1 ათასზე მეტი ბავშვი დაიბადა. აქედან 19,3 ათასზე მეტი იყო პირველი შვილი ოჯახში, 19,4 ათასზე მეტი იყო მეორე შვილი, ხოლო 9,2 ათასზე მეტი - მესამე.

ქალები საჭესთან: საქართველოში პირველად გაიმართება ქალების სათავგადასავლო ავტორბოლა

მრავალშვილიანი ოჯახის სტატუსის დადგენის შესახებ გადაწყვეტილება განაცხადის წარდგენიდან 30-ე დღეს მიიღება.

დახმარებას იღებენ მრავალშვილიანი ოჯახები, რომელთა ყოველთვიური შემოსავალი 6 ათას ლარს არ აღემატება. მიიღებს.

ოთხშვილიან ოჯახს ელექტროენერგიის საფასურის დასაფარად ყოველთვიურად 20 ლარს და ყოველ მომდევნო შვილზე დამატებით 10 ლარს ჩაურიცხავენ.

ელქტროენერგიის საფასურის დაფარვაში დახმარების გარდა, მშობლებს ექნებათ შესაძლებლობა ბავშვები სხვადასხვა წრეებსა და სპორტულ სექციებზე უფასოდ მიიყვანონ, მათ ასევე უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ჩაბარებისას შეღავათები ექნებათ.

ასევე, ცვლილებების თანახმად, საქართველოს მთავრობა „აწარმოე საქართველოში“ კამპანიის ფარგლებში საწარმოთა დაფინანსებისას უპირატესობას მრავალშვილიან ოჯახებს მიანიჭებს.