ბათუმში „ოცნების ქალაქის“ მცხოვრებლებმა საპროტესტო აქცია გამართეს

თვითნებურად დასახლებულთათვის კორპუსების მშენებლობის პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება, სამუშაოები კი 15 ოქტომბრამდე დაიწყება
Sputnik

თბილისი, 29 სექტემბერი - Sputnik. ბათუმში, „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი სახლების მშენებლობის დროულად დაწყების მოთხოვნით აქცია გაიმართა, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

აქციის მონაწილეების განცხადებით, პროცესი გაჭიანურდა, რის გამოც ვარაუდობენ, რომ ადგილობრივი ხელისუფლება დაპირებას არ შეასრულებს.

ბათუმის „ოცნების ქალაქში“ საცხოვრებელი სახლი დაიწვა

მათივე ინფორმაციით, გარანტიები არ აქვთ, ამიტომ ბინების გაუცემლობის შემთხვევაში ისინი ადგილების დაკანონებას ითხოვენ.

როგორც აჭარის მთავრობაში აცხადებენ, აქციის მონაწილეების შიში უსაფუძვლოა.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში იგეგმება, სამუშაოები კი 15 ოქტომბრამდე დაიწყება.

ყოფილი სამხედრო ბაზების ტერიტორიაზე შვიდი წლის წინ თვითნებურად შესახლებული მოსახლეობა მთავრობისგან აღნიშნულ ტერიტორიაზე მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების აშენებას და მათთვის ბინების გადაცემას ითხოვს.

ადგილობრივების თქმით, წლების განმავლობაში ხელისუფლება მათი პირობებითა და პრობლემით არ დაინტერესებულა, დასახლებაში კი მუყაოს სახლებისა და თვითნებურად შეჭრილთა რაოდენობა დღითიდღე იზრდება.

2019 წლის თებერვალში აჭარის მთავრობამ თვითნებურად დასახლებულებისთვის კორპუსების მშენებლობაზე ტენდერი გამოაცხადა.