„ის სილა მასაც და კოლექტიურად ყველას ეკუთვნოდა, ვინც ამ უმსგავსობაში და ამ მორალურ ტერორშია ჩართული ამდენი ხნის განმავლობაში. მასაც (ივანიშვილს) ეკუთვნოდა ეს სილა, იმიტომ რომ რამდენჯერმე ვუთხარი – გააჩერე და მოაშორე ეს კორუმპირებული, ყველაფერზე წამსვლელი ადამიანი–მეთქი (ზარდიაშვილი). დღეს ვამბობ არასოდეს რომ არ მითქვამს ასე პირდაპირ და ხელის დადებით: ზარდიაშვილი რომ ამბობდა, ირიბად მე მადებდა ხელს ფარული კადრების გავრცელებაშიო, ეჭვი მქონდა, ახლა არ მაქვს ეჭვი, ის ერთ-ერთია, ვინც მონაწილეა ამ საშინელებაში“, – ამბობს ეკა ბესელია.
გუშინ პარლამენტში კომიტეტის სხდომაზე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მოსმენის დროს ეკა ბესელია ვანო ზარდიაშვილს ფიზიკურად დაუპირისპირდა. დაპირისპირება ზარდიაშვილის მხრიდან ბესელიას მორალზე რეპლიკას მოჰყვა.