თუშეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა

უბედური შემთხვევა ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე მოხდა, რომელიც ევროპის ერთ−ერთ ყველაზე სახიფათო გზად არის მიჩნეული.
Sputnik

თბილისი, 27 სექტემბერი — Sputnik. თუშეთში გერმანელი ტურისტი დაიღუპა, აცნობეს „Sputnik–საქართველოს“ ახმეტის რაიონის მერიაში. 

სვანეთის მთებში სლოვაკი ტურისტი გადაიჩეხა

ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც გერმანელ ტურისტთა შვიდკაციანი ჯგუფი ფშაველი–აბანო–ომალოს საავტომობილო გზაზე, რომელიც ევროპის ერთ-ერთ ყველაზე სახიფათო გზად არის მიჩნეული, ველოსიპედებით გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ხევში გადავარდა. დანარჩენები შეეცადნენ მის დახმარებას, მაგრამ მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

უფრო მეტიც, ისინი თავადაც ვეღარ ახერხებდნენ ხევიდან ამოსვლას და დახმარებისთვის „112“-ს დაუკავშირდნენ.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მაშველები, სასწრაფო დახმარების ბრიგადა და პოლიცია დაუყოვნებლივ გავიდნენ ადგილზე და ტურისტები უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს, ხოლო გარდაცვლილის ცხედარი ექსპერტიზაზე გადაასვენეს.