რატომ თხოვდება ქალი მეორედ და რატომ ქორწინდება მეორედ მამაკაცი

როდის იმარჯვებს ქალი, რა არის გათხოვილი ქალის სიყვარული და ვისთან შეიძლება იყოს ბედნიერი მამაკაცი...
Sputnik

აზრების ფოიერვერკი" წარმოგიდგენთ ოსკარ უაილდის გამონათქვამებს.

ოსკარ ფინგალ ო"ფლაერტი უილს უაილდი (Oscar Fingal O'Flahertie Wills Wilde. 1854 –1900) — ირლანდიური წარმოშობის ინგლისელი დრამატურგი, მწერალი და პოეტი. დიდი გავლენა მოახდინა სალიტერატურო ინგლისური ენის განვითარებაზე.

თუ მართალი ხარ - მოიხადე ბოდიში, ანუ გამარჯვება მარცხში და სიბრძნის ოთხმოცი პროცენტი

უაილდი არის პიესების, ესეების, მოთხრობების, ლექსებისა და პოემების, ზღაპრების ავტორი. მისი ყველაზე ცნობილი ნაწარმოებია რომანი „დორიან გრეის პორტრეტი".

ოსკარ უაილდი უაღრესად პოპულარული იყო თავის თანამედროვეთა შორის, ცნობილი ენამახვილობითა და მჭევრმეტყველებით, თუმცა დრამატული კრახის განცდის შემდეგ პატიმრობაში გაატარა რამდენიმე წელი ჰომოსექსუალურ აქტში მხილების გამო.

ოსკარ უაილდი მთელი ცხოვრება ებრძოდა ყოველივე დრომოჭმულს, ოფიციალურს, დოგმებს. ერთფეროვნებისგან თავის დაღწევის გზას ის ხელოვნებაში ხედავდა.