ზოდიაქოს ამ ნიშნის წარმომადგენელი ქალები ბუნებამ ლამაზი სიბერით დააჯილდოვა. ისინი ასაკთან ერთად უფრო იხვეწებიან, ლამაზდებიან და ბევრად უფრო მომხიბლავი ხდებიან.
თხის რქა
თხის რქა საერთოდ არ უნდა წუხდეს იმაზე, რომ ბერდება. რაც უფრო ემატება წლები, მით უფრო გულღია ხდება ადამიანებთან ურთიერთობებში, ასხივებს ენერგიასა და სექსუალობას. თხის რქა არასდროს გამოიყურება თავისი ასაკის შესაბამისად, ამიტომ დიდხანს გამოიყურება ახალგაზრდად. ნაოჭები მას მხოლოდ მატებს ავტორიტეტს, ხოლო სტილი და გრაცია ღრმა სიბერემდე მიჰყვება. ყველამ ინატროს ასეთი სიბერე.
მორიელი
იცნობთ ადამიანებს, რომლებიც მუდამ ახალგაზრდულად გამოიყურებიან? ასეთი მორიელები არიან. მათთვის დრო თითქოს გაჩერებულია. ეს, პირველ რიგში, მათი ხასიათიდან გამომდინარეობს. ისინი თავშეკავებული არიან და ნაკლებად იღიმიან, ამიტომ მიმიკური ნაოჭები მათ ლექსიკონში არ არის. გარდა ამისა, მორიელი ქალები ჯანმრთელობაზე, სხეულზე, სულზე ადრეული ასაკიდან ზრუნავენ, ამიტომ დიდი სიცოცხლისუნარიანობით გამოირჩევიან.
მშვილდოსანი
მშვილდოსნები ე. წ. ბავშვური სახით ხასიათდებიან. ისინი მარადიული ბავშვები არიან და ყოველთვის ასაკთან შედარებით ახალგაზრდულად გამოიყურებიან. მშვილდოსნები ძალზე მხიარული, ენერგიული არიან. მათი სახიდან ღიმილი არ ქრება, ამიტომ მათი ასაკი ერთადერთ რამეში - მიმიკურ ნაოჭებში ვლინდება, რაც მათ დიდ მომხიბვლელობას ანიჭებს.