ყვითელი ამბები

„წყალი არასდროს მაქვს...“ – შეწუხებული ქრისტინე იმედაძე თბილისის მერიას მიმართავს

მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს. ნახეთ, რამ შეაწუხა მომღერალი.
Sputnik

მომღერალი ქრისტინე იმედაძე სოციალურ ქსელში თბილისის მერიას მიმართავს. მომღერალი ბაგებში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით წუხს, სადაც დილის საათებში ხშირადაა „საცობი“, ან შეფერხება გზაზე წყალგაყვანილობის გამო და ამიტომ ბევრი დისკომფორტის ატანა უწევს.

მღვდელმა თვითმფრინავიდან ქალაქს 70 ლიტრი ნაკურთხი წყალი გადაასხა -ვიდეო

მისი თქმით, ექსპერტიზის ბიუროს ასახვევთან ზოგჯერ „წყალდიდობის გარეშეც ჩიჩქნიან“ და დაუმთავრებელი მშენებლობებიც ამ ტერიტორიაზეა, ამიტომ წყალი არასდროს აქვს.

„ძვირფასო მერიავ, აი მოვლითი გადასასვლელის მაგვარი სავალი რომ არის ნუცუბიძეს რომ უკავშირდება თუ ქავთარაძეს თუ ჯიქიას თუ რაც არის ... ცოტა „ცემენტი“ რომ მოგრჩებათ ჭავჭავაძის გათხრებიდან, ან აეროპორტის გზის ან საიდანმე, მოგვისხით ლამაზად რა“, – წერს იმედაძე.