ყვითელი ამბები

ბილი აილიშმა 19 წლის ქართველი დიზაინერის სათვალე მოირგო – ფოტოები

დათო ფაფიაშვილმა David Snow 2016 წელს დააარსა და მას მერე სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს ქმნის, უფრო მეტად კი ბრენდი სათვალეებზეა კონცენტრირებული.
Sputnik

თბილისი, 25 სექტემბერი — Sputnik. ქართველი დიზაინერის David Snow-ს სათვალე, არც მეტი, არც ნაკლები, პოპულარულმა თინეიჯერმა მუსიკოსმა ბილი აილიშმა ერთ-ერთ ღონისძიებაზე გაიკეთა.

ამერიკელი ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის სათვალით რადიოსადგურ SiriusXM-ისა და დანიური საიუველირო კომპანია Pandora-სთვის ჰოლივუდში ექსკლუზიურად გამართულ კონცერტზე მივიდა.

დათო ფაფიაშვილმა David Snow 2016 წელს დაარსა და მას მერე სხვადასხვა ტიპის აქსესუარებს ქმნის, უფრო მეტად კი ბრენდი სათვალეებზეა კონცენტრირებული. David snow-ს აქსესუარი მომღერლის სტილისტმა სამანტა ბერქჰართმა აღმოაჩინა მოდის რეალტორ TATA-LA-ს დახმარებით.

ბილი აილიშ პაირატ ბერდ ო’კონელი 18 წლის ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი, მოდელი და მოცეკვავეა. აღიარება მოიპოვა 2016 წელს SoundCloud-ზე გამოცემული სადებიუტო სინგლით Ocean Eyes. 2019 წელს გამოსული მისი სადებიუტო ალბომი When We All Fall Asleep, Where Do We Go? ბრიტანეთის, კანადისა და ავსტრალიის ჩარტებში პირველ ადგილზე მოხვდა.