სკანდალი ფსიქიატრიული საავადმყოფოს ირგვლივ – დახურავენ თუ არა კლინიკას

სოფელ ბედიანში ფსიქიატრიული საავადმყოფოს თანამშრომლები გაფიცვას გეგმავენ.
Sputnik

თბილისი, 23 სექტემბერი — Sputnik. სოფელ ბედიანში მდებარე ფსიქიატრიული საავადმყოფოს დირექტორმა გიორგი გულაშვილმა უარყო ინფორმაცია სამკურნალო დაწესებულების მოსალოდნელი დახურვის შესახებ.

სკანდალურად ცნობილ სურამის ფსიქიატრიულ საავადმყოფოს რეაბილიტაცია ჩაუტარდა

ქართულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ საავადმყოფოს თანამშრომლები, დაწესებულების დახურვის მოლოდინში, 1 ოქტომბრიდან გაფიცვის დაწყებას აპირებენ. გავრცელებული ინფორმაციით, იგეგმება შენობის რემონტი, რასთან დაკავშირებითაც თანამშრომლებს ექვსთვიან უხელფასო შვებულებაში უშვებენ. ეს გახდა შეშფოთების მიზეზი.

„არანაირი გაფიცვა არ არის, საავადმყოფო ჩვეულ რეჟიმში მუშაობს", – განუცხადა გულაშვილმა „Sputnik-საქართველოს".

ბედიანის საავადმყოფოში დაახლოებით 150 პაციენტი მკურნალობს. კლინიკის დახურვის შემთხვევაში მათ ნაწილს გაწერენ, ხოლო ნაწილს სხვადასხვა საავადმყოფოში გადაანაწილებენ, წერენ ქართულ მასმედიაში.