ტაბლოიდების ყურადღება რამდენიმე თვეა გუგა და ნინო კუზანოვების ოჯახისკენაა მიმართული. ნინო კუზანოვა მჭერმეტყველებით გამოირჩევა. ცნობილ ქართველ ექიმს ძალიან უყვარს სხვადასხვა თემების საჯაროდ განხილვა და საზოგადოების ყურადღების მიქცევა. სოციალურ ქსელშიც დიდი აქტიურობით გამოირჩევა.
ექიმი და ტელეწამყვანი ნინო ნადირაძე „ფეისბუქის“ პირად გვერდზე მეუღლესთან, ცნობილ პლასტიკურ ქირურგთან - გუგა კუზანოვთან გადაღებულ ფოტოს აქვეყნებს, რომელმაც მისი მეგობრები დააბნია.
თავიდან ფოტო ყველას მოეწონა, თუმცა ნინო ნადირაძის ხელში ჩანგალმა, საზოგადოება დააეჭვა. „რას უპირებ?“- ეკითხებიან ცნობილ კარდიოლოგს. „ჯერ იცოცხლოს“ - პასუხობს ნადირაძე ორაზროვნად.
წყვილმა ცოტა ხნის წინ ქალიშვილი გაათხოვეს. მომავალი ექიმის ბაია კუზანოვას მეუღლე გიორგი ბეჟაშვილია. კუზანოვების წყვილს ვაჟი - ივა კუზანოვიც ჰყავთ, რომელიც 16 წლის გახდა.