ფონიჭალაში მეშვიდე სართულიდან გადმოვარდნილი გოგონას მდგომარეობა მძიმეა

მოზარდს გადაუდებელი ოპერაცია მუცლის ღრუში ძლიერი სისხლდენის გამო დასჭირდა
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი — Sputnik. 14 წლის გოგონას, რომელიც თბილისში საცხოვრებელი კორპუსის მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა, გადაუდებელი ოპერაცია უტარდება, იუწყება პირველი არხი „ნიუ ჰოსპიტალის“ კლინიკურ დირექტორზე გიორგი კორძახიაზე დაყრდნობით.

თბილისში 14 წლის მოზარდი მეშვიდე სართულიდან გადმოვარდა >>

უბედური შემთხვევა დღეს ფონიჭალაში რამდენიმე საათის წინ მოხდა.

„დაახლოებით 18:00 საათზე შემოყვანილი არის 14 წლის გოგონა, მძიმე მდგომარეობაში. მას ახლა უტარდება გადაუდებელი ოპერაცია. მიზეზი ამ ოპერაციის არის მასიური სისხლდენა. მუცლის ღრუში არის შინაგანი სისხლდენა. მდგომაროება ძალიან მძიმეა. შესაძლოა, მოცულობა ტრავმის უფრო გაიზარდოს კვლევების შემდეგ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს სასწრაფო ოპერაცია სისხლდენის გამო. ამის შემდეგ ჩატარდება სხვა კვლევები. მოზარდს უკვე ჩაუტარდა მუცლის ღრუს ექოსკოპია და რენტგენოლოგიური კვლევები“, – განაცხადა მთავარმა ექიმმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროში მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.