შემოდგომის თოვლი... საქართველოს მთებში მოთოვა

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, დღეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს.
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს მთიან რეგიონებში მოთოვა, იუწყება აჭარის ტელევიზია.

თოვლი მოვიდა გოდერძის უღელტეხილზე, ბახმაროში, თუშეთსა და ჯავახეთის მაღალმთიან სოფლებში.  

გუშინ პირველად გათოვდა უშგულში, გუდაურში კი პირველი თოვლი 10 სექტემბერს მოვიდა.

როგორც სინოპტიკოსები ვარაუდობენ, დღეს ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელება შეწყდება და გამოიდარებს. ორშაბათს კი საქართველოში უნალექო და მზიანი ამინდი იქნება.