ღვინო, ცეკვა და უზარმაზარი ბატუტი: როგორ აღინიშნება ბოლნისქალაქობა

ბოლნისში დღესასწაულის სტუმრებს მრავალფეროვანი გასართობი პროგრამა ელოდება
Sputnik

თბილისი, 22 სექტემბერი - Sputnik. ბოლნისელები და ქალაქის სტუმრები 28 სექტემბერს „ბოლნისქალაქობას“ აღნიშნავენ, იუწყებიან ორგანიზატორები.

ფერების ფესტივალი და დრამერების შოუ: მასშტაბური დღესასწაული – რუსთავქალაქობა >>

ღონისძიება გაიმართება ქალაქის კულტურის სახლში. „ბოლნისქალაქობის“ ფარგლებში დაგეგმილია ელექტრონული მუსიკის კონცერტი და გალაკონცერტი ქართული ესტრადის არტისტების მონაწილეობით.

ცეკვა, ასპარეზობა, ღვინო: აჭარა სტუმრებს „მაჭახლობის“ დღესასწაულზე იწვევს

სტუმრებისთვის მოეწყობა ქართული ღვინისა და ეროვნული კერძების დეგუსტაცია, ბოლნისის თეატრის და ადგილობრივი მუსიკალური სკოლის კუთხეები.

ღონისძიების ფარგლებში ასევე დაგეგმილია სხვადასხვა გამოფენები და ფოლკლორული ანსამბლების გამოსვლები.

ორგანიზატორებმა ბავშვების დასვენებაზეც იზრუნეს. ღონისძიების პატარა სტუმრებს ელოდებათ ატრაქციონები, დიდი ბატუტი, ქუჩის კარნავალი, ადგილობრივი თოჯინების თეატრის წარმოდგენა, ბავშვთა ანსამბლ „იმედის“ კონცერტი.

სპორტის მოყვარულთ ელოდება პირველობა ჭადრაკში და მკლავჭიდში.

საღამოს დასასრულს გაიმართება საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია, ანსამბლ „ქართული ხმების“ და თბილისის მერიის „ბიგ-ბენდის“ კონცერტი.