კრწანისის ტყე-პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა

კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო პავლიაშვილი და CENN–ის ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია
Sputnik

თბილისი, 21 სექტემბერი - Sputnik. დასუფთავების მსოფლიო დღესთან დაკავშირებით კრწანისის ტყე-პარკში გაიმართა დასუფთავების აქცია, რომელშიც თბილისის მერის მოადგილემ მაია ბითაძემ, მიიღო მონაწილეობა, ნათქვამია თბილისის მერიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გორში ბიოდეგრადირებადი პარკების ქარხანა აშენდება

დასუფთავების აქციის დაწყებამდე მაია ბითაძემ შეკრებილ საზოგადოებას მიმართა და დღევანდელი დღის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მან ასევე გაიხსენა გარემოს დაცვის სამინისტროში მუშაობის პერიოდი, როდესაც ის „ნარჩენების შესახებ კანონზე" მუშაობდა. მან აღნიშნა, რომ კანონზე მუშაობა 1999 წელს დაიწყო და დასრულდა მხოლოდ 2015 წელს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით. 

„ისინი ათეული წლების განმავლობაში გვიწევდნენ დახმარებას, რათა იმ მომავალი თაობის ცნობიერება, რომელიც აქ იმყოფება, სხვაგვარი ყოფილიყო. მადლობა მინდა ასევე გადავუხადო CENN–ს, რომელიც ჩვენი აქტიური პარტნიორია. CENN–ისა და ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) მეშვეობით, გასულ წელს თბილისში სეპარირებული ურნები განვათავსეთ, რაც ძალიან კარგად მუშაობს. არც ერთი იქ შეგროვებული ნარჩენი არ მიდის ნაგავსაყრელზე, არამედ მეორად პროდუქტად გადაქცევას, რეციკლირებას ექვემდებარება. აქ იმყოფებიან „თბილსერვისის“ წარმომადგენლები, ის ადამიანები, რომლებიც ყოველდღიურად ზრუნავენ თბილისის ქუჩების მოვლა-დასუფთავებაზე. მე მოსახლეობის იმედი მაქვს, რომ ამ ადამიანების შრომა თუნდაც იმით დაფასდება, რომ დამატებით ნარჩენს არ გადავაგდებთ ჩვენს საცხოვრებელ გარემოში“, - განაცხადა მაია ბითაძემ.

„გავიგუდეთ“ - რუსთავში მეორე დღეა საპროტესტო აქცია მიმდინარეობს - ვიდეო

კრწანისის ტყე-პარკში გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ აშშ-ს ელჩის მოვალეობის შემსრულებელი ელიზაბეტ რუთი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე სოსო პავლიაშვილი და კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN) ხელმძღვანელი ნანა ჯანაშია.

კრწანისის ტყე-პარკში გამართულ დასუფთავების აქციაში სხვადასხვა სკოლა და უნივერსიტეტი, მოხალისეები, კერძო კომპანიები და CENN–ის კამპანიის - „გარემოს გულისათვის“ პარტნიორი ორგანიზაციები იღებდნენ მონაწილეობას.

დასუფთავების მსოფლიო დღე: საქართველო გლობალურ აქციას უერთდება >>

გარემოსდაცვითი აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაცია CENN–ი და USAID–ია, პარტნიორი - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და თბილისის მერია.