ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

სარეაბილიტაციო სამუშაოები უახლოეს პერიოდში დაიწყება.
Sputnik

თბილისი, 20 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი დაბა სტეფანწმინდაში ალექსანდრე ყაზბეგის სახელობის მუზეუმის კომპლექსში შემავალი სამი შენობის რეაბილიტაციას იწყებს, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

რა ბედი ელის უშგულის კოშკებს: რეაბილიტაციის ხარისხს სპეციალური კომისია შეისწავლის

ისტორიული მუზეუმის შენობის, ალექსანდრე ყაზბეგის სახლ-მუზეუმისა და ნიკოლოზ ყაზბეგის (ალექსანდრე ყაზბეგის ბიძის) სახლის რეაბილიტაცია მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით განხორციელდება.

პროექტის ღირებულება 4 მილიონ ლარს აჭარბებს.

ამ დროისთვის დასრულდა სატენდერო პროცედურები და გამოვლინდა გამარჯვებული კომპანია – შპს „იკორთა 2007". კომპანია სამუშაოებს მიმდინარე წლის შემოდგომაზე დაიწყებს.

პროექტის მიზანია მცხეთა-მთიანეთის რეგიონში ტურიზმის განვითარებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა, რაც ხელს შეუწყობს ადგილობრივი მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას.