საქართველოში ჯარიმების ამნისტია გამოცხადდა

ამნისტია შეეხება საქართველოს მოქალაქეთა ექვს კატეგორიას, რომლებსაც ჯამში 37 ათასზე მეტი ჯარიმა გამოუწერეს.
Sputnik

თბილისი, 19 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა იუსტიციის სამინისტროს ინიციატივა, რომელიც მოსახლეობის ყველაზე მოწყვლად ფენებს ადმინისტრაციული ჯარიმების გადასახადისგან გაათავისუფლებს, ნათქვამია იუსტიციის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ამნისტია და გამკაცრებული პასუხისმგებლობა... ანუ შენების ახალი წესები... >>

ამნისტია შეეხება სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს, ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების, არასრულწლოვნებს, შშმ პირებს, მარტოხელა მშობლებსა და დევნილებს.

საუბარია 37,3 ათას დარღვევაზე და 23,5 მილიონი ლარის ჯარიმა-საურავების ჩამოწერაზე.

ჯარიმები ჩამოეწერება იმათ, ვინც ადმინისტრაციული სამართალდარღვევა 2019 წლის 15 იანვრამდე ჩაიდინა. ამნისტია არ შეეხება მხოლოდ თბილისში პარკირების წესების დამრღვევებს.

კატეგორია დარღვევების რაოდენობა თანხა (ლარი)
იძულებით გადაადგილებული პირები5 8612 607 063
ვეტერანები1 188662 281
სოციალურად დაუცველები25 88716 909 193
პენსიონერები2 1991 853 933
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები2 0831 451 459
მარტოხელა მშობლები 13254 248

„აღსრულების ეროვნულ ბიუროსა და მის თანამშრომლებს ხშირად იმ ადამიანების შეწუხება უწევთ, რომელთაც ისედაც უამრავი პრობლემა აქვთ. ყოველდღიურ რეჟიმში ახსენებენ – გადაიხადე ესა თუ ის თანხა! ამ კანონით კი ასეთი ზეწოლა აღარ იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.