ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

უფეხებო სკეიტერი: 10 წლის ბიჭუნას ფანტასტიკური ტრიუკები

მაქსიმ აბრამოვი 10 წლისაა. ფეხები არ აქვს, მაგრამ აქვს სკეიტბორდი და ოცნება – 2024 წლის ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა
Sputnik

მაქსიმ აბრამოვი 10 წლისაა. ფეხები არ აქვს, მაგრამ აქვს სკეიტბორდი და ოცნება – 2024 წლის ოლიმპიადაში მიიღოს მონაწილეობა.   

გაოცდებით, მაგრამ ნორჩი სპორტსმენი ისეთ ტრიუკებს ასრულებს, რომ შესაძლოა ეს ბევრ სახელოვან სკეიტერსაც კი არ გამოუვიდეს.

ექვსიოდე თვის იყო, როდესაც ქვედა კიდურები დაკარგა. დედის მიზეზით სახლში ხანძარი გაჩნდა და...

მერე ბიჭუნამ ახალი ოჯახი შეიძინა სანქტ-პეტერბურგში და სკეიტიც მაშინ აღმოაჩინა.

აღიარება კი მას შემდეგ მოვიდა, რაც სკეიტინგის ამერიკელმა ვარსკვლავმა ტონი ჰოუკმა სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა მაქსიმის ვარჯიშიდან და მიაწერა, რომ ეს მისი „საყვარელი სკეიტერია“.

მაქსიმ აბრამოვს გეგმაში ევროპის ჩემპიონატში მონაწილეობაც აქვს და მსოფლიოს ექსტრემალურ თამაშებშიც Х-Games (აშშ), თუმცა მთავარი მიზანი მაინც 2024 წლის ოლიმპიადაზე გამოსვლაა.