შორენა ბეგაშვილის პირადი ცხოვრება ქართული შოუ-ბიზნესით გატაცებულ ადამიანებს ძალიან აინტერესებთ. მიუხედავად იმისა, რომ ვარსკვლავები სხვადასხვა თემებზე დუმილს არ არღვევენ, მათი სოციალური ქსელი ბევრ ფაქტორზე მეტყველებს. შორენა ბეგაშვილის მოკრძალებული Instagram-ის 6 „ფოლოვერი“ ერთგვარი წყაროა.
აღსანიშნავია, რომ სოციალურ ქსელში აქტიურ მსახიობს მხოლოდ მამულიჩა, შეყვარებული და კომპანიები ჰყავს დამეგობრებული, რომლებთანაც ინტენსიურად თანამშრომლობს. ეს ერთგვარი ვარსკვლავური ტრენდია. ამერიკელ და ევროპელ ცნობილ სახეებსაც სოციალურ ქსელში მხოლოდ უახლოესი ადამიანები ჰყავთ „დაფოლოვებული“.
მამულიჩა და ლელა მეგობრებთან ერთად აქტიურად ემზადებიან 4 ოქტომბრისთვის. სპორტის სასახლეს ლელა წურწუმიას სოლო კონცერტის უზარმაზარი ბანერი უკვე ამშვენებს. სწორედ ამ კონცერტისადმი მიძღვნილ საღამოზე ერთად იპოზირეს ცნობილმა პროდიუსერმა და მსახიობმა შორენამ.
სექსუალური მსახიობი და პოპულარული პროდიუსერი ლელას ბანერთან ისე დგანან, თითქოს მათ უკან პოპ-დივა დგას და უთვალთვალებს. ლელას მეუღლემ ფოტოს ხუმრობით წარწერა „ყველგან კონტროლი“ დაურთო. გამოქვეყნებულ სურათს უკეთ თუ დააკვირდებით, ნამდვილად აღმოაჩენთ, რომ ლელა მამულიჩას და შორენას თითქოს აკონტროლებს. ერთ-ერთმა მომხმარებელმა პოპ-დივა გაამხნევა და დააკომენტარა: „რად უნდა კონტროლი... ლელასნაირი მაგარი ქალი არ შემხვედრია“.