სამეგრელოში მგლებმა საქონელი დაგლიჯეს: ადგილობრივები განგაშს ტეხენ

ბოლო თვეებში მტაცებლებმა რამდენიმე ათეული ძროხა დაგლიჯეს.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ შავღელეში მგლებმა მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯეს, იუწყება პირველი არხი.

როგორ მოკლა ქართველმა ბიჭმა მგელი შიშველი ხელით >>

წალკაში მამაკაცმა მგელი შიშველი ხელებით მოკლა

საქონლის მეპატრონის ნუგზარ ჭაღარაძის თქმით, სახლთან ახლოს საბალახოდ გაშვებულ საქონელს მგელი დაესხა თავს. ადგილობრივების მტკიცებით, ბოლო თვეების განმავლობაში მტაცებლებმა რამდენიმე ათეული მსხვილფეხა პირუტყვი დაგლიჯეს.

ისინი დახმარებას ადგილობრივ ხელისუფლებას სთხოვენ.

ადგილობრივი საკრებულოს დეპუტატის აკაკი ხურცილავას განცხადებით, შექმნილია მონადირეთა ჯგუფი და ხელისუფლება პრობლემის მოსაგვარებლად ყველა ღონეს მიმართავს.