ნიღბები „ძალიან საშიში კინოდან": პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ბოლო აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა. სიაში 34 პატიმარი შევიდა.
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ახალგაზრდა აქტივისტები შეიკრიბნენ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ მკვლელობისთვის გასამართლებულთა შეწყალების გასაპროტესტებლად.

ნიღბები „ძალიან საშიში კინოდან": პრეზიდენტის რეზიდენციასთან საპროტესტო აქცია გაიმართა

კრიტიკის პირველი ტალღა მას შემდეგ აგორდა, რაც გაირკვა, რომ აგვისტოში შეწყალებულ პირთა შორის იყო 2014 წელს პოლიციელ თარაშ მუკბანიანის მკვლელობისთვის გასამართლებული რამაზ დევაძე. მოგვიანებით მასმედიამ გაარკვია, რომ საქართველოს პრეზიდენტმა ასევე შეიწყალა 18 წლის დავით ოთხმეზურის მკვლელობისთვის გასამართლებული ასლან ბეჟანიძეც.

„ჩვენ დღეს გამოვედით ფილმ „ძალიან საშიში კინოს" ნიღბებით, რადგანაც გვრჩება შთაბეჭდილება, რომ ჩვენ ვცხოვრობთ ასეთ კინოში და გვინდა, რომ იგი დასრულდეს", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ჟურნალისტებთან.

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების ბოლო აქტი 28 აგვისტოს, მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით გამოსცა. სიაში 34 პატიმარი შევიდა.