ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

დაღესტნის ტყეში ტერორისტი დააკავეს

ბოევიკი დაღესტნის ტყეში მაშინ დააკავეს, როდესაც სამალავიდან თვითნაკეთი, მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღებას აპირებდა.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის ეროვნული უშიშროების ფედერალურმა სამსახურმა დაღესტანში „ისლამური სახელმწიფოს“ მხარდამჭერი დააკავა, რომელიც რესპუბლიკის ტერიტორიაზე ტერაქტს გეგმავდა, იუწყება ეროვნული ანტიტერორისტული ცენტრი.

უწყება აღნიშნავს, რომ დაკავებული რუსეთის მოქალაქეა და 2000 წელსაა დაბადებული. ბოევიკი დაღესტნის ტყეში მაშინ დააკავეს, როდესაც სამალავიდან თვითნაკეთი, მძლავრი ასაფეთქებელი მოწყობილობის აღებას აპირებდა.

დადგენილია, რომ მამაკაცი ადგილობრივი ხელისუფლებისა და ძალოვნების წინააღმდეგ გეგმავდა ტერაქტს.