თბილისში ჰიპ-ჰოპის ფესტივალი არ ჩატარდება

ორგანიზატორებმა არ დაასახელეს ღონისძიების გაუქმების მიზეზები
Sputnik

თბილისი, 18 სექტემბერი — Sputnik. ორგანიზატორებმა გააუქმეს ჰიპ-ჰოპის ფესტივალი, რომელიც საქართველოს დედაქალაქში პირველად უნდა ჩატარებულიყო, ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

საქართველოში პირველად ჰიპ-ჰოპის ფესტივალი ჩატარდება >>

ღონისძიება 21 სექტემბერს ზემო ფონიჭალაში მდებარე Alibi Arena-ს ტერიტორიაზე ღია ცის ქვეშ უნდა ჩატარებულიყო.

„მიუხედავად ჩვენი დიდი მონდომებისა და ძალისხმევისა, Hip Hop ფესტივალი სხვადასხვა მიზეზების გამო ამჯერად გავაუქმეთ, თუმცა, გპირდებით ამ ივენთს ჩავატარებთ და ჩავატარებთ ძალიან მაგრად! მადლობა თქვენი დიდი ინტერესისა და გვერდში დგომისთვის“, - ნათქვამია ორგანიზატორების განცხადებაში.

ღონისძიების გაუქმების კონკრეტული მიზეზები არ სახელდება.

ფესტივალი მოწვეული იყვნენ ქართველი შემსრულებლები: Zaza Nozadze and Qseli56, Kazzy Jazz, DJ Grotask, Nick Green, Babiloni და სხვ.

ფესტივალში გაერთიანებული იქნებოდა ჰიპ-ჰოპისთვის დამახასიათებელი სხვადასხვა ელემენტი: რიტმული მუსიკა, ბრეიკ-დანსი, გრაფიტის ხელოვნება. მხატვრებისთვის სპეციალური სივრცე უნდა მოეწყოთ, სადაც სტუმრებს თავისი ნახატები უნდა შეექმნათ.