ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ტერორისტული უჯრედები წელს რუსეთის 17 რეგიონში გამოვლინდა

ილიუხინის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულია ტერორისტული ხასიათის 972 დანაშაული.
Sputnik

თბილისი, 17 სექტემბერი — Sputnik. რუსეთის პოლიციამ და უსაფრთხოების ფედერალურმა სამსახურმა მიმდინარე წლის განმავლობაში ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ 17 კონსპირაციული უჯრედი გამოავლინა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости. 

რუსეთში ტერორისტული დაჯგუფების მეთაური მოკლეს: სპეცოპერაციის ვიდეოკადრები

სააგენტო რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ექსტრემიზმის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს ხელმძღვანელის, გენერალ-მაიორ ოლეგ ილიუხინის მონაცემებს ეყრდნობა.

ილიუხინის თქმით, 2019 წელს კონსპირაციული ტერორისტული უჯრედები აღმოჩენილია: კრასნოდარის, სტავროპოლის, კრასნოიარსკის მხარეებში, უშუალოდ დედაქალაქ მოსკოვში, ასტრახანის, ვლადიმირის, მოსკოვის, სამარის, სარატოვისა და ტიუმენის ოლქებში, ასევე დაღესტანში, ადიღეაში, ყაბარდო-ბალყარეთში, ჩეჩნეთში, ხანტი-მანსიისკისა და იამალო-ნენეცთა ოლქებში.

ილიუხინის ინფორმაციით, სულ ქვეყანაში წლის პირველ ნახევარში დაფიქსირებულია ტერორისტული ხასიათის 972 დანაშაული. სულ ბოლო მსხვილი ანტიტერორისტული ოპერაციები ჩატარდა ყაბარდო-ბალყარეთში (აგვისტოს ბოლოს), სადაც ტერაქტები აღიკვეთა, და თათრეთის რესპუბლიკაში (ივლისის ბოლოს), სადაც „ისლამური სახელმწიფოს“ მომხრეები დააკავეს.