ყვითელი ამბები

ნახეთ როგორ გამოიყურებოდნენ ცნობილების შვილები სკოლებში მისვლისას – ფოტოები

ნინი ბადურაშვილის შვილი და დისშვილი ერთ კლასში ისწავლიან, მათი კლასელი იქნება ასევე გიო ხუციშვილის გოგონაც.
Sputnik

სა­ქარ­თვე­ლოს სა­ჯა­რო სკო­ლებ­ში სწავ­ლა გა­ნახ­ლდა. სა­ქარ­თვე­ლოს გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბის, კულ­ტუ­რი­სა და სპორ­ტის სა­მი­ნის­ტროს ინ­ფორ­მა­ცი­ით, ახა­ლი სას­წავ­ლო წლის­თვის სრუ­ლი და ნა­წი­ლობ­რი­ვი რე­ა­ბი­ლი­ტა­ცია მთელ სა­ქარ­თვე­ლო­ში 700-მდე სკო­ლა­ში გან­ხორ­ცი­ელ­და.

მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ოჯახ­ში ორშაბათ დღეს განსაკუთრებული სი­ხა­რუ­ლით შეხ­ვდნენ, რად­გან წელს სკო­ლა­ში პირ­ვე­ლად მი­ვი­და რო­გორც ნი­ნის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე კუ­ტა­ლა­ძე, ასე­ვე მისი დის ანას­ტა­სია თო­ფუ­რი­ძის ვაჟი ლადო. პა­ტა­რე­ბის­თვის მშობ­ლებ­მა წმინ­და გი­ორ­გის სა­ხე­ლო­ბის სკო­ლა შე­არ­ჩი­ეს. ისი­ნი ერთ კლას­ში ის­წავ­ლი­ან. მათი კლა­სე­ლი იქ­ნე­ბა მომ­ღე­რალ გიო ხუ­ციშ­ვი­ლის ქა­ლიშ­ვი­ლი ელე­ნე ხუ­ციშ­ვი­ლიც.

6 წლის არის ნან­კა კა­ლა­ტო­ზიშ­ვი­ლის და კა­ლათ­ბურ­თელ ირაკ­ლი კე­ი­დი­ას ვაჟი და­ნი­ელ კე­ი­დია. და­ნი­ე­ლი სკო­ლა „ლო­გოს­ში“ ის­წავ­ლის, რო­მე­ლიც მის სახ­ლთან ახ­ლოს არის და ერთ-ერთი ფაქ­ტო­რი, რის გა­მოც ნან­კამ შვი­ლის­თვის ეს სკო­ლა შე­არ­ჩია, ესეც გახ­ლავთ. პა­ტა­რა და­ნი­ე­ლი სკო­ლა­ში მა­მამ და ნან­კას დე­დამ მი­იყ­ვა­ნეს, რად­გან თა­ვად ნან­კა ერთი თვით ჩი­ნეთ­ში იმ­ყო­ფე­ბა გას­ტრო­ლებ­ზე.

წელს პირ­ვე­ლად წა­ვი­და სკო­ლა­ში და­ვით ნარ­მა­ნი­ას და თიკა თი­ნი­კაშ­ვი­ლის მე­სა­მე შვი­ლი ილია დე­ნის ნარ­მა­ნია. ილია დე­ნის ნარ­მა­ნი­ას­თვის სას­წავ­ლო წელი 9 სექ­ტემ­ბერს და­ი­წყო, ის მშობ­ლებ­მა „ევ­რო­პულ სკო­ლა­ში“ მი­იყ­ვა­ნეს.

წელს წა­ვი­და პირ­ვე­ლად სკო­ლა­ში პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რის არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძის უმ­ცრო­სი ქა­ლიშ­ვი­ლი ანა ბე­ატ­რი­სი. ის მშობ­ლებ­მა სკო­ლა­ში ერ­თად მი­იყ­ვა­ნეს. ფო­ტო­ე­ბი სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში არ­ჩილ თა­ლაკ­ვა­ძემ გა­ავ­რცე­ლა.

„დღეს მე და ქე­თიმ შვი­ლე­ბი სკო­ლა­ში წა­ვიყ­ვა­ნეთ. წელს ანა ბე­ატ­რი­სის ჯე­რია. წარ­მა­ტე­ბე­ბი პირ­ველკ­ლა­სე­ლებს!“ – წერს პარ­ლა­მენ­ტის თავ­მჯდო­მა­რე.

„ბაქსვუდის“ სკოლაში მიიყვანა შვილები ჟურნალისტმა ეკა ხოფერიამ. ბი­ჭე­ბი ჟურნალისტს ექიმ მიშა ხუ­ჯა­ძის­გან ჰყავს.

პირველ კლასში მივიდა წელს მოდელისა და ტელეწამყვანის ალექსანდრა პაიჭაძის შვილიც.