ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

მეცნიერებმა გეიმერების დონე სავარძელში მოძრაობის მიხედვით განსაზღვრეს

გეიმერებმა რამდენიმე სესია ჩაატარეს Counter-Strike: Global Offensive-ში, რა დროსაც აქსელერატორებითა და გიროსკოპებით აღჭურვილ სპეციალურ სავარძლებში ისხდნენ.
Sputnik

თბილისი, 16 სექტემბერი – Sputnik. მეცნიერთა ჯგუფმა სკოლტეხის ცენტრიდან დაადგინა, როგორი მოძრაობები ახასიათებთ სკამზე პროფესიონალ გეიმერებს, იუწყება საიტი cybersport.ru. 

სამი უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოპტიკური მიკრომტვერსასრუტი შექმნეს

გავრცელებული ინფორმაციით, სამეცნიერო ექსპერიმენტში 19 ადამიანი მონაწილეობდა, რომელთაგან ცხრა პროფესიონალი კიბერსპორტსმენი იყო. გეიმერებმა რამდენიმე სესია ჩაატარეს Counter-Strike: Global Offensive-ში, რა დროსაც აქსელერატორებითა და გიროსკოპებით აღჭურვილ სპეციალურ სავარძლებში ისხდნენ. სათამაშო სესიების დასრულების შემდეგ მეცნიერებმა მიღებული მონაცემები ხელოვნური ინტელექტის მეშვეობით შეისწავლეს. 

თითოეული სესიიდან სწავლულებმა გამოყვეს სქემა-შაბლონები (პატერნები), რომლებიც მოთამაშის ქცევის შესწავლის შესაძლებლობას იძლეოდა: როგორ მოძრაობდა ან ტრიალებდა სავარძელზე, როგორ ეყრდნობოდა საზურგეს და ა.შ.

მონაცემების დამუშავების შემდეგ მკვლევარებმა დაადგინეს, რომ პროფესიონალი გეიმერები უფრო ხშირად და ინტენსიურად მოძრაობენ სავარძლებში, თუმცა როცა თამაშში სროლები იწყება, გაუნძრევლად სხედან.

Random Forest-ის მეთოდით, სავარძელში მოძრაობის მიხედვით 77%-იანი სიზუსტით განისაზღვრა გეიმერის დონე.

აღსანიშნავია, რომ პროექტზე მუშაობაში სკოლტეხის კიბერაკადემიის, მოსკოვის ფიტიკა-ტექნიკური ინსტიტუტისა და პეტერბურგის აეროკოსმოსური მანქანათმშენებლობის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტ-მაგისტრანტებმა მიიღეს მონაწილეობა.