ყვითელი ამბები

„შენ კიდევ „რუსთავი 2“-ში დარჩი“ - ქრისტინე იმედაძე გაქურდეს

ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის წამყვანი ქრისტინე იმედაძე მისი კოლეგების მსგავსად, არსად გადასულა და გადაწყვიტა რეორგანიზაციის შემდეგ, ისევ „რუსთავი 2“-ზე დარჩენილიყო
Sputnik

მომღერალი და ტელეწამყვანი ქრისტინე იმედაძე გაქურდეს. სოციალურ ქსელში მან საკუთარი მანქანის საბურავის ფოტო გამოაქვეყნა და პოსტი დაწერა.

„ოთხივედან დახსნილია... სარკეები და კანტები ჯერ ადგილზეა „ჯიგრები“, - წერს ქრისტინე.

მომღერლის პოსტს დიდი გამოხმაურება მოჰყვა, სადაც მომხმარებლები წერენ, რომ მალე მსგავსი ფაქტები საერთოდ არავის გაუკვირდება.

პოსტს გამოეხმაურა რეპერი ძვალი და მან იუმორნარევი კომენტარი დაწერა: „შენ კიდევ „რუსთავი 2“-ში დარჩი“. ქრისტინე ძვალის პოსტს არ გამოხმაურებია.