თბილისი, 15 სექტემბერი - Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ვაჟმა, ფრანგმა დიპლომატმა თეიმურაზ გორჯესტანმა მუშაობა დაიწყო ელისეის სასახლის დიპლომატიურ განყოფილებაში, იუწყება პირველი არხი.
თეიმურაზი დედის კვალს გაჰყვა და ცხოვრება დიპლომატიას მიუძღვნა. ბოლო დროს ის ნიუ-იორკში გაეროს ფრანგულ დიპლომატიურ მისიაში მუშაობდა.
პირველი არხის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის ვაჟი ელისეის სასახლეში აზიის, ჩრდილოეთი და ლათინური ამერიკის საკითხებზე იმუშავებს.
სალომე ზურაბიშვილი ორჯერ იყო გათხოვილი. მისი პირველი მეუღლე წარმოშობით ირანელი ქართველი გორჯესტან გუგუშვილი იყო, რომელიც რომში გაიცნო, როდესაც 22 წლის იყო. წყვილს ორი შვილი შეეძინა – თეიმურაზი და ქეთევანი. ქეთევანმა დედის ბავშვობის ოცნება აისრულა და საფრანგეთში ჟურნალისტად მუშაობს.