საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ში ყურძნის ქართულ ჯიშებზე ისაუბრებს

საქართველოს პრეზიდენტი გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე მისიის მუშაობაში მიიღებს მონაწილეობას
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრება კლიმატის ცვლილებებთან დაკავშირებული ღონისძიებებისადმი მიძღვნილ სამიტს, სადაც აპირებს ისაუბროს ენდემური ქართული ყურძნის ჯიშებზე, ნათქვამია ქვეყნის მეთაურის განცხადებაში.

ღვინის ფესტივალი „თელავინო 2019“ კახეთში ოქტომბერში გაიმართება >>

შაბათს ზურაბიშვილი მცხეთა-მთიანეთის მხარის სოფელ ჯიღაურას მრავალწლოვანი კულტურების საცდელ-სადემონსტრაციო ბაზას ესტუმრა. იქ 80 ჰექტარზე 450 ქართული ადგილობრივი ვაზის ჯიში და 350 საზღვარგარეთიდან ჩამოტანილი სახეობებია გაშენებული.

„ცენტრის ფუნქციონირება მნიშვნელოვანია სოფლის მეურნეობისა და ვაზის კულტური განვითარებისათვის.  როცა ქვეყანას ვაზის უძველესი 500-ზე მეტი ენდემური ჯიში გააჩნია და მისი უმეტესობა აღდგენილია, ეს უდიდესი სიმდიდრე და მეღვინეობის განვითარების უდიდესი პოტენციალია“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

მან აღნიშნა, რომ საქართველოს ასევე აქვს ხორბლის და სხვა მცენარეების საკუთარი ჯიშები და ქვეყნის პოტენციალი ამ მიმართულებით უნდა განვითარდეს.

კახეთში ყურძნის გადამუშავებამ პიკს მიაღწია

საქართველოს პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ ყველა თავის უცხოელ სტუმარს ჯიღაურაში მიიყვანს.

საცდელ-სადემონსტრაციო ბაზა  2007 წელს დაარსდა. 2014 წელს იქ დაარსდა კვლევითი ცენტრი, და იმავე წელს იგი სახელმწიფოს საკუთრებაში გადაეცა.

საქართველოს პრეზიდენტი დაესწრება გაეროს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიას, რომელიც 17 სექტემბერს გაიხსნება. სამიტი კლიმატის საკითხებზე 23 სექტემბერს გაიმართება.

საქართველო ვაზისა და მევენახეობის კულტურის უძველესიკერაა, რასაც არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებს. მათ შორისაა ყურძნის წიპწა, რომელიც დაახლოებით 8 ათასი წლისაა, ისევე როგორც ღვინის შესანახი ჭურჭელი, ყურძნის საწნახელები და სხვ.