დევისის თასის მეორე დღე: საქართველო ნორვეგიასთან დამარცხდა

ქართველ ჩოგბურთელებს ევრო–აფრიკული ზონის მეორე მსოფლიო ჯგუფში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა მოუწევთ
Sputnik

თბილისი, 14 სექტემბერი — Sputnik. საქართველოს მამაკაცთა ნაკრები ჩოგბურთში ოსლოში ნორვეგიასთან ანგარიშით 1:3 დამარცხდა. თამაში ევრო–აფრიკული ზონის მეორე მსოფლიო ჯგუფის ფარგლებში დევისის თასის გათამაშების მეორე დღეს გაიმართა.

დევისის თასის პირველი დღე: საქართველო–ნორვეგიის შეხვედრა ფრედ დასრულდა >>

დაპირისპირების მეორე დღეს სკანდინავიელები ანგარიშით 2:1 მას მერე დაწინაურდნენ, რაც წყვილმა კასპერ რუუდი/ვიქტორ დურასოვიჩი ალექსანდრე მეტრეველი/ალექსანდრე ბაკშის დუეტს ორ სეტში მოუგო - 6:4, 6:3.

მომდევნო მატჩში ერთმანეთს შეხვდნენ ნორვეგიის ნაკრების ლიდერი - კასპერ რუუდი (მე-60 ადგილი АТР-ს რეიტინგში) და ალექსანდრე მეტრეველი (695). სხვაობა კლასში მნიშვნელოვანი იყო და ლოგიკურია, რომ რუუდმა ორ პარტიაში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა - 6:3, 6:2. სკანდინავიელს ერთ საათზე ოდნავ მეტი დრო დასჭირდა, რათა მატჩში თავისი გუნდის გამარჯვება გაეფორმებინა.

დევისის თასის მეორე დღე: საქართველო ნორვეგიასთან დამარცხდა

დასკვნითი შეხვედრა დურასოვიჩსა და გიორგი ცივაძეს შორის გაუქმდა, რადგან მისი შედეგი დაპირისპირების საბოლოო ანგარიშზე გავლენას ვერანაირად ვერ მოახდენდა.

სოფიო შაფათავამ ყაზახეთში ტურნირი მოიგო

შედეგად, საქართველოს ნაკრები მონაწილეობას მიიღებს პლეი ოფის მატჩში ევრო-აფრიკული ზონის მეორე მსოფლიო ჯგუფში დარჩენის უფლების მოსაპოვებლად, ხოლო ნორვეგიელები პლეი ოფში ითამაშებენ იმავე დივიზიონის პირველ ჯგუფში გასასვლელად.

უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს მამაკაცთა ნაკრები ნორვეგიელებს თავისი ლიდერის - ნიკოლოზ ბასილაშვილის გარეშე დაუპირისპირდა. მსოფლიოს 17 ჩოგანი ემზადება პეკინში ATR-500 სერიის ტურნირისთვის, რომელიც შარშან ბასილაშვილმა მოიგო. იმისათვის, რომ არ დაკარგოს სარეიტინგო ქულები, საქართველოს მამაკაცთა ნაკრების ლიდერმა ჩინეთის დედაქალაქში თავისი ტიტული  უნდა დაიცვას.