ხობის რაიონში მამაკაცს ტრაქტორმა გადაუარა

უბედური შემთხვევა სოფელ შუა ხორგაში მოხდა.
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ხობის რაიონის სოფელ შუა ხორგაში 60 წლის მამაკაცს ტრაქტორმა გადაუარა. მამაკაცი მიღებული ტრავმებისგან გარდაიცვალა, იუწყება პირველი არხი.

გავრცელებული ინფორმაციით, ტრაქტორი ინციდენტის დროს დატვირთული იყო.

სამეგრელოში მამაკაცი კარიერზე მუშაობისას ტრაქტორის ქვეშ მოჰყვა>>

სისხლის სამართლის საქმე აღძრულია ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევის მუხლით, რამაც ადამიანის სიკვდილი გამოიწვია. დანაშაული სასჯელის სახით ოთხიდან შვიდ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.