კონკურენციის გარეშე – საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში უკვე ხუთი მედალი აქვს

საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს დამაჯერებლად უკავია პირველი ადგილი
Sputnik

თბილისი, 13 სექტემბერი – Sputnik. ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ახალგაზრდულ ჩემპიონატზე (U-21) შეჯიბრების მეორე დღეს ყველა სახის მედალი მოიპოვეს. ჩემპიონატი ფინეთის ვანტააში მიმდინარეობს.

ქართველმა ძიუდოისტებმა ევროპის ჩემპიონატზე ორი ოქროს მედალი მოიპოვეს

81 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში ფინალური შეხვედრა ნამდვილი ქართული ორთაბრძოლა გამოვიდა. გადამწყვეტ შეტაკებაში ტატო გრიგალაშვილი და ვლადიმერ ახალკაცი დაუპირისპირდნენ ერთმანეთს. ბრძოლა თანაბრად წარიმართა და უფრო გამოცდილმა გრიგალაშვილმა გამარჯვება მხოლოდ დამატებით დროში შეძლო.

გრიკალაშვილი გასულ წელს კონტინენტის პირველობაზე ვიცე–ჩემპიონი გახდა.

კიდევ ერთი – ბრინჯაოს მედალი საქართველოს ნაკრებს მარიამ ჭანტურიამ მოუტანა. 70 კილოგრამამდე წონით კატეგორიაში მესამე ადგილისთვის ბრძოლაში ქართველმა ძიუდოისტმა გოგონამ ჰოლანდიელ სილია კოკს სძლია.

კონკურენციის გარეშე – საქართველოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძიუდოში უკვე ხუთი მედალი აქვს

ამგვარად, შეჯიბრების ორი დღის შემდეგ საქართველოს ნაკრების აქტივშია ხუთი მედალი – სამი ორო, ერთი ვერცხლი და ერთიც ბრინჯაო. მანამდე უმაღლეს კვარცხლბეკზე ავიდნენ გიორგი თუთაშვილი (–66) და ეთერ ლიპარტელიანი. საერთოგუნდურ ჩათვლაში საქართველოს დამაჯერებლად უკავია პირველი ადგილი.

ტურნირის დასკვნით დღეს საართველოს შვიდი ძიუდოისტი წარმოადგენს – ხუთი ვაჟი და ორი გოგონა: მიხეილ და ლაშა ბეაურები (ორივე –90), ილია სულამანიძე (–100), გელა ზაალიშვილი და საბა ინანეიშვილი (ორივე +100), სოფიო სომხიშვილი და სალომე მაკიშვილი (ორივე +78).