მომღერალი და ტელეწამყვანი ნინი ბადურაშვილის პირადი ცხოვრება ყოველთვის საზოგადოების განხილვის თემაა. ტაბლოიდებს არასდროს რჩებათ უყურადღებოდ მისი არცერთი მეგობარი მამაკაცი, თუ აქტიური თაყვანისმცემელი, შესაბამისად, მის სოციალურ ქსელსაც აქტიური მიმდევრები ჰყავს.
რამდენიმე დღის წინ ნინის ახალმა აქტიურობამ, სოციალური ქსელის მომხმარებლებს ჭორაობის ახალი საბაბი მისცა. ნინი ჯერ აეროპორტში დაფიქსირდა მეგობარ მამაკაცთან ერთად, ახლა კი პერიოდულად აქვეყნებს მასთან ერთად „სთორებს“ საფრანგეთიდან.
ნინის პარტიორი კი არც მეტი, არც ნაკლები ახალგაზრდა ბიზნესმენი გიორგი ჩიკვაიძეა, რომელიც საქართველოს ფარგლებს გარეთ ცნობილია სახელით - რამზესი. პროფესიით ვეტერინარი მდიდრული იახტების ბიზნესშია და ხშირად ჩნდება მოდურ წვეულებებზე. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში გიორგი ჩიკვაიძე ამბობს, ნინი ბადურაშვილის კლასელი იყო და ბავშვობაში დიდი ხნის განმავლობაში უყვარდა.
„მთელი ბავშვობა მიყვარდა, მაგრამ ჩვენ ერთად ვერ ვიქნებოდით, სხვანაირი ბიჭები მოსწონდა. დღეს ის ჩემი ერთ-ერთი საუკეთესო მეგობარია. ჩემი თავის გამკვირვებია დღეს, როდესაც ჩემთან ეს გრძნობა დამთავრდა, მაშინ დავიწყეთ მეგობრობა“, - ამბობდა გიორგი ჩიკვაიძე. დღეს რა მიზნით იმყოფება წყვილი ერთად დასასვენებლად უცნობია, თუმცა ფაქტია, რომ დროს შესანიშნავად ატარებენ.
მომღერალ და ტელეწამყვან ნინი ბადურაშვილის პირად ცხოვრებას მაშინაც განიხილავდნენ, როდესაც ის გასათხოვარი იყო მაგრამ განსაკუთრებული აქტუალობა და კრიტიკული გამოხმაურება, რუსეთში მცხოვრებ ბიზნესმენ ირაკლი კუტალაძესთან დაოჯახებამ გამოიწვია, რომლისგანაც 6 წლის გოგონა - ელენე ჰყავს. მასთან განქორწინების შემდეგ უფრო მეტად დაიწყეს პირადის „ქექვა“.
ცოტა ხნის წინ გიორგი ჩიკვაიძემ კანიდან Instagram-ზე ნინისთან ერთად გადაღებული ვიდეო დადო. „ჩამევიდა“ - ამბობს ბიზნესმენი, რომელსაც ნინი ბადურაშვილიც მხიარულად ჰყვება. ვიდეოს უამრავი გამოხმაურება აქვს. სოციალური ქსელის მომხმარებლები ინტერესდებიან, როდის არის ქორწილი.
ნინი ბადურაშვილი კანში დედასთან, ცნობილ მომღერალ ეკა კახიანთან ერთად იმყოფება, რასაც მისი „ინსთაგრამ სთორის“ ვიდეო და ფოტოებიც მოწმობს.